კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:14

 

 

 

საპატარძლოს საძებნელად

ვლეთ ამერ და იმერეთი,

ზოგს სიშავით ვიწუნებდით,

ზოგიერთებს სითეთრეთი.

აგვასწავლეს, მიგვასწავლეს

ერთხელ სახლი დიდებული;

ქალი - გადაქალებული,

ღვინო - გადაღვინებული.

დავჯექით და ვუბაასეთ,

ჩვენი საქმე მოწყო-რა.

თეთრი ღვინო დავუწუნეთ,

შავი ღვინო მოგვეწონა.

ნივრის წნილი, როგორც ხილი

შემოჰქონდათ კონა-კონა.

საპატარძლო დავუწუნეთ,

სასიდედრო მოგვეწონა.

რა არა ვთქვით, რა არ ვნახეთ,

ზოგმა ისე, ზოგმა ასე,

ზოგჯერ ცხვირიც ავიწიეთ,

ზოგჯერ თავიც დავიფასეთ.

ჰოდა, ასე მიზეზ-მიზეზ

მივჩაქჩაქდით სიბერემდი,

ზოგ-ზოგები სიქაჩლეთი,

ზოგ-ზოგები სითეთრეთი...

ახლა აქეთ გვიწუნებენ

სიმამრებიც, სიდედრებიც.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ