კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:11

 

 

 

მზე კრუხივით დაათბება ველებს,

ია-იაებს გამოჩეკავს;

გამსუყდება დაწრეტილი ღელე

და ბოგაზე გადმოჯდება.

დედაბერი შემოიხსნის თავშალს

და ბერიკაცს შეუჩნდება;

ეს ცხოვრება ერთნაირად გვხარშავს

გული გვერჩის და გულივე გვეურჩება.

გძებნე, როგორც უკვდავების წყარო,

შემხვდი, როგორც ეკლესია,

ჩემი ვარდიც ბაღში ხარობს,

მაგრამ ისიც ეკლებზეა.

ჰოდა, იქნებ მე ის ვარდი,

იმ ეკლების გამო მიყვარს...

მივალ მასთან მარტოდ-მარტო

და ჩემს სახლში სულ სიცილით წამოვიყვან.

შეგვაგებებს დედა კეთილ ხელებს,

დავტკბებით და დავდუღდებით ბადაგივით,

კალაპოტში მოექცევა ღელე

და ბოგაზე სიმღერებით გადავივლით!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ