კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:19

 

 

 

ახმაურდება ოთახში ზარი

გავხედავ გარეთ, არავინ არი...

უეცრად კიბეს სიცილით, ტაშით

და კისრისტეხით ჩაირბენს ბავშვი.

ჩაირბენს ბავშვი ცელქი და მარდი,

ბავშვი, რომელმაც ზარი დარეკა.

ოცი წლის წინათ

მეც ამ ბიჭს ვგავდი

გასაოცრად და გადასარევად.

ოცი წლის წინათ

მეც ამ ბიჭს ვგავდი,

რომელიც ახლა მე არ მასვენებს,

ოცი წლის წინათ

მეზობლის კარზე

დამირეკია ზარი ასევე.

დავუწყევლივარ, ალბათ, ბებიებს...

ცელქობას მაინც ვერ შეველიე.

ახლა, როდესაც სიმშვიდეს ვეძებ,

როცა ოთახში ლექსად ვწრიალებ,

მეზობლის ბიჭი შედგება ცერზე

და არ მასვენებს ზარის წკრიალით.

დავუწყევლივარ, ალბათ, ბებიებს,

ასრულებიათ ნატვრა ამგვარად:

როგორც მათ კარზე, ახლა ჩემს კართან

ერთი ანგალი ვიღაც დამდგარა.

სამაგიეროს მიხდიან დღენი

ამ მისატყეპი ბიჭუნას ხელით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ