ვიდრე საავდრო ღრუბლებს ავშლიდე და აფეთქდება ვიდრე სურვილი, შენ მოხვალ ჩემთან, რომ დამამშვიდო, შენ მოხვალ ჩემთან სასწაულივით. ასე უდროოდ... ასე უდროოდ... მოხვალ თოვლივით და თან მოიტან დიდ სითეთრესა და სიმყუდროვეს. როგორც ზამთარი დიდი და თან თოვლივით თბილი იქნები და, როგორც ნაძვის მოლურჯო ჩრდილი, თეთრ თოვლზე უხმოდ გადმოვიხრები. კიდევ ითოვოს, ჩრდილს ვერ დაფარავს თოვლის ფიფქები. მე მინდა ასე: შენ დაგიტოვო ჩემი სურვილი... ჩემი ფიქრები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |