კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:05

 

 

 

ერთად ამ ცეცხლით,

ამ მზით ვიწოდეთ,

ზამთრის ეს სუსხი იგრძნო სხეულმა,

ჩვენი ცხოვრება,

ჩვენი სიცოცხლე

ჯერ მოგონებად არა ქცეულა.

იქნება მშვიდი მაისის დარიც

და შემოდგომის ცივი წვიმებიც,

ხანდახან ბედის დაგქროლავს ქარი

და ხან ბედისგან გავიწირებით.

ცივი ქარები...

ჩქარი წვიმები...

მდინარეები...

ბეწვის ხიდები...

როცა ბედისგან გავიწირებით, -

როგორც მოსისხლეს შევეჭიდებით

და ეს იქნება ჩვენი ცხოვრება,

წავლენ დღეები ქართა ქროლებით,

დაგუბდებიან ზღვა მოგონებად,

მერე ვიცხოვრებთ ამ მოგონებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ