მე შენთვის მინდა ალაზნის პირი, ალგეთის ჭალა, ივრის ჩქერები; მე შენთვის მინდა ბურუსი დილის და წინანდლური ვარდის ფერები. უშბის სიმაღლე, შავი ზღვის სივრცე, ორი არაგვის ტალღის სიცოცხლე მინდა შენს თვალებს სინათლედ მივცე. ატენის ვაზი მზედ რომ იალებს... წავალ და აღარ დაგენახვები, წავალ და ჩემთვის ვიხეტიალებ. შენი ნაღველი და სიმძიმილი. შენს სიმარტოვეს მე გავიტაცებ და ერთად ვივლით დედამიწაზე. ცისარტყელები, წვიმის წკარუნი, ზღვის მიმოქცევა, ყანის შრიალი და მთები - ვერცხლის ზარნიშიანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |