შემოდგომაზე მე ვნახე რიწა, მოლურჯო მთებში გულაღმა იწვა. შემოენახათ მთებს ვით თქმულება, მოსვენებული და ნებიერი ცას შესცქეროდა დაუსრულებლად. აგონდებოდა ზაფხულის დღენი. რომ დაევიწყა მერე ღიმილით... მთაზე ღრუბელი დაღონდებოდა მარტო რომ იჯდა პილიგრიმივით. მოლურჯო მთებში გულაღმა იწვა, იწვა და ზეცას ისე უმზერდა, თითქო გარშემო არ იყო მიწა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • არჩილ სულაკაურის პოეზია |