შუკის შუა მოვკარ თვალი წვივზე ეკრა კაბის კალთა; ქალი იყო, მართლაც ქალი, გასწია და შეფართქალდა. მახევებდა რხევა მისი; მოთარეშე ღელის ქარი ვერ ბედავდა ავად სისინს. განა მუდამ მზეუხვია? თვალი კარგად რომ დავადგი, სწორედ მაშინ შეუხვია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |