კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:45

 

 

 

ფრთაქაფიანმა თოლიამ

გადაუფრინა ქარაფებს;

ზღვა ქარით ანათრთოლია,

გული არ ნაღვლობს არაფერს.

აქაფებულან კბოდენი,

რა ქედებია, რა ჭალა!

ტალღები მთებისოდენი

ეს რა ყოფილა აჭარა!..

ნანგრევ ციხეზე ვდგავარ და

მიწას ჩავყურებ მადლიანს;

მზე ნარინჯებში ჩავარდა,

ნისლი წამოდგა ადრიან.

სამოთხე სულ სხვაგვარია,

სხვაა, სულ სხვაა აჭარა;

ეს ქარი რამ გადარია?

ეს ზღვა რამ აამაჭარა?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ