უზარმაზარი ტანისა კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო, გულის მდნობელი ნაღველი უხმოდ დუღს იმის მკერდშიო. ეხვევა, როგორც გველიო, და აბლაბუდა თვალებზედ გადაჰკრობია ქსელიო. და ხავსი შავის ფერისო, სდგას ესე დაჩოქებული, მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო. ჟანგდება მისი ხმალიო, მოსვენებასა თაკილობს, ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო. ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა, არ იხსენებენ მისგანა დევ-ეშმაკების ჟლეტასა. ფეხთ ჩასწოლია ფინია, ამ პაწაწინა არსებას უცხო რამ დაუჟინია. ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს, რომ თავი იხსნას ტანჯულმა, ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, - მის დასაბმელად ჯაჭვიო, არ შეიბრალეს მართალი, გაგზავნეს ტყვედა მთაშიო. ფინია რკინის მართულსო, გულქვა მჭედელი გამოდის, გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო. გულის საკლავად მონისო. ნეტავ ეს უღვთო წვალება ამ გმირს გასწირავს როდისო?! ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო, ჩამოსდნობოდეს ყინული და უცინოდეს პირიო. იცქირებოდეს ბარადა, მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი, მას თავს უკრავდენ კვალადა. ფუოდენ, ხტოდენ შავადა, კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი მთებზე სხდებოდენ ჯარადა. კარგების სანატრელიო, დაუკრას ტკბილი საკრავი, ცას მიაწოდოს ხელიო. გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია, იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი: “ვაჰმე, რა დიდი ჭირია!” ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო, თვის იარაღის ნაშთებზედ აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |