კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:23

 

 

 

ჰამლეტს ერთი ეწვია,

მე აჩრდილი ასი.

ასე შემომესია

მოქეიფე დასი.

არაყი იცლებოდა,

უსასრულოდ ვსვამდით.

თეფში არ იცვლებოდა

არც დღისით, არც ღამით.

მოდიოდნენ ქალებიც,

თითქმის ყველას გავწვდი...

მაგათ ვენაცვალები,

თუ მალე არ გავცვდი.

სასმელმა დამასივა,

ჭოტი გავხდი ღამის.

ნუთუ მართლაც ასივე

აჩრდილია მამის...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ