კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:19

 

 

 

როდის მღერის ნაკადული

 

           მაშინ მღერის ნაკადული

           თუ შენს ბოსტანს შენვე უვლი.

 

როდის ცეკვავს ხოჭო სახლში

 

           ხოჭო სახლში ცეკვავს მაშინ,

           როცა საჭმელს ძირს ყრის ბავშვი

 

როდის გალობს ბუზი

 

           ბუზი გალობს "ტია-ტიას"

           სოფლადა და ქალაქად,

           ჭამის შემდეგ სუფრა თეამ

           თუკი არ აალაგა.

 

როდის ცივდება ბებო

 

           ბებო ცივდება ყოველთვის,

           როცა გარბიხარ გარეთ,

           "კარი დახურე"! რომ გეტყვის

           და შენ არ ხურავ კარებს.

 

როდის მოვა თოვლი

 

           თოვლი მაშინ მოვა თურმე

           მზე რომ ფქვილად გაცრის ღრუბელს.

 

გული როდის სტკივა მამას

 

           გული მაშინ სტკივა მამას,

           დედის რომ არ ესმის თამარს,

           დედის რომ არ ესმის ლელას,

           მამა მხოლოდ მაშინ ღელავს.

 

როდის იწყებს გული ფრენას

 

           გული მაშინ იწყებს ფრენას,

           როცა სწავლობ დედაენას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ