პირველ აგვისტოს ღამით თოვლი მოვიდა შოვში! ყველა გაიგებს ამით, თუ რა აზრია თოვლში. როგორ სუფთაა, დახე! და აღიმართა ბუბა, ბროლს რომ მიუგავს სახე. მთიბავი ვთიბავ თივას. შოდას ელვარებს უბე, ნისლს რომ იტევდა ძლივას! ოპერატორი ძველი? სურს გადაიღოს იმ დროს, როს თივას თიბავს ცელი. არ მეშინია მტრისაც, ვაჟკაცსა გული რკინის, აბჯარი თუნდაც ხისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |