კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:39

 

 

 

დაიძრა და

უფრო მეტად

დაუბერა ქარმა

და ბორბლებიც ახმაურდნენ: - 

ჩქარა,

ჩქარა,

ჩქარა!..

ელმავალის

დიდი თვალი

ბნელში ყვითლად ელავს...

ჩქარა,

ჩქარა,

ჩქარა,

ჩქარა!..

ეჩქარება გელას.

საით ჩქარობს?

სოფლისაკენ!

იქ ბებია ელის,

კიდევ?

ლურჯი კორდები და

კიდევ?

მწვანე ველი.

მდინარეში ბანაობა,

ქაფიანი ჩქერი...

კიდევ?

ტყეში სეირნობა,

ბებოს თაფლის კვერი...

კიდევ?

სოფლის განთიადი -

ალუბლების ფერი,

გართობა და

თამაშობა

ბევრი,

ძალზე ბევრი...

რაკი

საქმე ასე არის,

მოთმინება კმარა,

ელმავალო, დაუჩქარე,

ჩქარა,

ჩქარა,

ჩქარა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ