კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 19:57

 

 

 

მტკვარი, არაგვი... რიონი?

იქნებ სხვა გახლავთ მესამე -

ვერცხლისწყალივით ფიორი

ჩვენი ჭაღარა თეძამი.

ბულბული შემოდგომისა,

ტკბილი დუდუნით რომ გალობს:

- ვიდრე ზამთარი მომნისლავს,

მზეო, ალერსით მომკალო!

ტყეები გაღმა-გამოღმა,

ხევზე ცისთვალა ყვავილი...

და წიფელს დარდით ჩამომხმარს

დავლანდავ ქვრივი ქალივით.

მზეს რაღად ნატრობს თეძამი?

უცოლო ბერიკაცია.

ირგვლივ სიკეთის მთესავი

რა ვნებებს დაუნაცრია.

ნუთუ ეს ნატვრა არად ღირს,

მაშ რაა სრბოლა დღე-ღამის?

ძუძუმტე მტკვრის და არაგვის

ჩვენ გვეკითხება თეძამი.

მტკვარი, არაგვი... რიონი?

იქნებ სხვა გახლავთ მესამე -

ვერცხლისწყალივით ფიორი,

თეძამი, ჩვენი თეძამი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ