- ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, - ასე იტყვიან შენზე ქალები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა სიყვარულს ვერსად დაემალები.
- ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, - ასე იტყვიან შენზე ლოთები, და შენც ასეთი ნაზი და კოხტა ახალ სიყვარულს დაელოდები.
- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, - ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები, გამიხსენებენ, როგორც ნიკალას, და თბილ სამარეს დააბიჯებენ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |