კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:48

 

 

 

შენ თვრამეტი წლისა ხარ...

ხტის თივთიკის ბურთულა

თავზე შუბლი არ გიჩანს -

წაბლის თმა გაბურდულა.

დასაგუნდავებელი,

შენ რომ ფეხქვეშ გიგია,

თუკი მოგაგონდება

ეს თოვლის თივთიკია.

თოვლი ზნიქავს ნაძვის ტოტს,

ყველგან თოვლის ფერი დევს;

ჭრელი ქუდი ნაქსოვი,

თმას, ჩამოშლილს, ვერ იტევს.

რასაც ჩაუქროლია,

მობრუნდება ის აღარ,

მოხრაშუნობ თოვაში,

ჩემი გოგოს ხნისა ხარ.

სიზმარს დაედარება

ამ ბურუსში ჩამხობა,

აგაშოროს გამჩენმა

გზის გადამკეტს, ჩამღობავს.

დაგაქვს ყელი საღერი,

გული - ნედლი, საღარი,

ვერ დათვალო, იმდენი

რამეა გასახარი.

ჩამქრობია დაშრეტილს

თვალი, ცეცხლს რომ ისროდა...

გასწი, შენი ჯერია,

გავარდნილო ისრადა.

ანგელოზმა პირჯვარი,

შენზე გადაისახა:

სხვა რა გინდა სიმდიდრე,

შენ თვრამეტი წლისა ხარ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ