კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:48

 

 

 

გამხნევებული შენი სითბოთი და სულმოთქმული

შენი სიგრილით,

მე დავწანწალებ გაჩენის დღიდან შენს ველ-მინდვრებზე

ვით პილიგრიმი.

ნუ დაიზარებ, მირჩიე რამე, მითხარ ჩემი მზე

საით ამოდის.

ჯერ მაღალ ცაზე ჰკიდია მთვარე, ვით ძველთაძველი

ეშვი მამონტის.

მეც მთვარის შუქით ვარ დაყურსული და აყვავებულ

ღამეებს ვითვლი

და კაცთა მოდგმის სატარებელი ჩემს მხრებზე ნელა

მძიმდება ტვირთი.

ისიც მითხარი, თუ უზრუნველი და ბედნიერი

ცხოვრების ნაცვლად,

რად დამებედა ამდენი ფიქრი, ამდენი სევდა,

ამდენი განცდა.

ან ჩემი სული ჟამიჟამ ისევ სიყვარულისთვის

თუ არ ინთება,

მაშინ რაშია აზრი სიცოცხლის და ქვეყნად ყოფნის

ჭეშმარიტება.

გამხნევებული შენი სითბოთი და სულმოთქმული

შენი სიგრილით,

მე ვიწანწალებ სიკვდილის დღემდე შენს ველ-მინდვრებზე

ვით პილიგრიმი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ