კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:55

 

 

 

სიმამაცეში - ხისტებო,

პატივს გცემთ ჩეჩნებ-ქისტებო!

მამაცებო და მართლებო,

ბრძოლებში - მგლებო, აფთრებო!

უღალატო - უშურველნო,

ჩვენთვის - სიკეთის მსურველნო!

კავკასიელნო რაინდნო,

მწამს, მტერს არასდროს დაინდობთ!

ეს, თქვენი სულის დარია,

სიცოცხლის საწინდარია!

საქმეს ჩაიდენს ავსაო?! -

მარყუჟში შეყოფს თავსაო!

მეამაყებით, ეს გწამდეთ,

ვფიცავ, მართალი ვარ - ცამდე!

მსურს, ვიყოთ სულ ძლიერები,

სულ ძმობდნენ ჩვენი ერები!

ჩვენი ძმობით, ერთგულებით -

ვიქნებით ბედნიერები!

ვიბრძოლ-ვიშრომოთ მხარდამხარ,

თან - ვიქეფოთ ხანდახან!

მანდ, მომიკითხეთ მკაცრები, -

ჩემსავით ბერიკაცები!

მიყვარხართ ჩეჩნებ-ქისტებო,

უღალატონნო, ხისტებო


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ მეგრელიშვილი  • • • ავთანდილ მეგრელიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ