მჯერა, გავუძლებ ამ განსაცდელსაც და ბეწვის ხიდზე კიდევ გავიარ, გარეთ წვიმისგან თმაგაწუწული მაგნოლიები თეთრად ყვავიან. ნაბავს ჭრელ თვალებს და იზმორება, მძიმეა, როცა წევხარ მარტოკა და ფანჯრის მიღმა მიდის ცხოვრება. ძველ შეცდომათა მკვიდრი კედელი, ალბათ ბევრ რამეს, რომ განმეორდეს, სულ სხვანაირად გავაკეთებდი, გულში მხვდებოდნენ, როგორც ტყვიები, მაგრამ ღალატს და პირმოთნეობას კვლავაც არავის ვაპატიებდი. და სული კვლავ მზით დაიტბორება, ჯერ კი მარტოკა ვწევარ ოთახში და ფანჯრის მიღმა მიდის ცხოვრება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |