რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა, ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული, თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან, მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული. და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით, მაშინ უფლისწულს და დეოფლის გვირგვინს ეძებდით და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით. და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა, სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით, გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ. რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე - ლამანჩა, სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა, მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს, ნუთუ თქვენ ტირით, ქალბატონო, არა, ცრემლები სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს. გობელენებზე მოიწყინეს თეთრამ ვარდებმა, მთელი სამყარო იაფარება თოვლის ფიფქებით, არც თქვენ და არც მას აღარავინ შეგიყვარდებათ. წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა, ჩამოდის თოვლი განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან, ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |