კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:52

 

 

 

ჩვენ პოეზია გვესახსოვრება,

ჩვენშიც ჩამოწვა ნისლი უსახო

შენ ააშხეფე ჩემი ცხოვრება,

შენ, ჩვენი გულის მუნჯო ტუსაღო!

იმღერე! გრძნობა ისე მოღალე,

რომ, ჩაგეთვალოს სევდა სიკეთად.

იმღერე ჩვენი ტანჯვა მაღალი:

მტერმა სახელი გადაგვიკეთა.

ჰაუ! როდესაც ვაზად ვისხლები,

როს ტყე იხუტებს მაისის წყაროს, -

იმღერე გრძნობით! ძმათა სისხლები

რომ ჩემს ძარღვებშიც გადმოიღვაროს.

გავყვეთ ყვავილებს გამოსაკვებად,

ვიფიქროთ ლექსზე განსაკუთრებით,

სიტყვა გარდავქმნათ ძარღვიან ქვებად

და მზე ავიღოთ მთვარის ფუტკრებით.

მაგრამ თუ ამგვარ სიმხურვალეთი

შენ, ჩემო სულო, ხალხში გალღვები:

დაგიტირებენ „გენაცვალეთი“

ჩემი რითმების ცელქი ბალღები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ