შენ მგოსანი ხარ, ამკინძავი ხმათა ფერების, რაც ჟამთა დენას ბუნებაში გამოუსახავს ყველას აოცებს ჯადოსნობა შენი ბგერების. შენ მგოსანი ხარ, ამკინძავი ხმათა ფერების. ჯერ საქართველო მსგავსი შვილი სხვა არ უნახავს შენ მგოსანი ხარ, ამკინძავი ხმათა ფერების, რაც ჟამთა დენას ბუნებაში გამოუსახავს. ვით საქართველოს უბორკილო სული მარადი: შენა ხარ მისი უკვდავების გამომსახველი! დღეს ყველას გვიყვარს, მშვენიერო, შენი სახელი. და აღტაცებით შემოგძახით: „მთიდან ბარამდე დღეს ყველას გვიყვარს, მშვენიერო, შენი სახელი, ვით საქართველოს უბორკილო სული მარადი!“ |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |