კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:52

 

 

 

მზით ალანძულს წითელ წყალში თეთრი ალი კოხტად სცურავს,

რა გამოვა ჭრელს ნაპირზე სოსანის ფერს საბურს სწურავს.

მუხის ტყიდან თხა გამოდის სალამურის კოჭლის დაკვრით,

სხვა ქაჯებიც მას მოსდევენ თამაშით და ბუქნის ჩაკვრით.

ოხუნჯს რქებზე ეჟვანი აქვს, იცინის და სხვას აცინებს,

ერთ ტყის გოგოს ხელს გადახვევს და მეორეს გააცილებს.

მაჯლაჯუნა იჭყიტება, არ უშვებენ სტუმრად ლხინში,

იგი ყველას ეჯავრება ელანდებათ სიზმრად ძილში.

თეთრი ალი ჩრდილ ქვეშ ნაღვლობს, არ ებმება მათ ფერხულში,

ღმერთ-კოპალეს შეჰხვედრია, ჩარჩენია ტრფობა გულში.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ