იდუმალ ძალით შეერთებული ჩვენ სარეცელზე ავიმართებით: ორი ქიმერა გაფითრებული, ორი ქიმერა დამტვრეულ ფრთებით. ღამე მაღალი, გადაკარგული: ვგონებ გიყვარდა ოდესღაც, წინათ, და დღეს ვართ ერთად ჯვარზე გაკრული. გადახლართული ღამეში ძვლებით; ვენ ერთი ძალა დაგვაკრავს გულზე, ჩვენ ერთი ცეცხლით დავიფერფლებით. როცა სიკვდილის დაგვფარავს ჩერო, და ჟამთა სვლაში განმეორდება ჩვენი შეხვედრა საბედისწერო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |