კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:34

 

 

 

ზაფხული. ღამეა. მთვარე და ქარია.

ტრიალებს ალმურში ოცნება ნაშვები.

ვიცოდეთ, ეს ღამე რომ ჯადოქარია

და სულო, ერიდე, ნუ დაიხაშმები.

ამაყი ვასაკა დაჭიმვით ყიყინებს,

ბაყაყთა ყრუვდება პირმყრალი ყაყანი.

ეს ჭლექის ქეიფი გულს გადამიყინებს,

რომელსაც აქ უშვებს მიდამო ნაყანი!

ალფეზაც გამოჩნდა ქუჩების სახედან.

დამწვარი საოცრად ვერცხლის ორ შაურით.

ჭაობში დაყვითლულ ბაყაყებს ჩახედა, -

უხილავ არღანის ხრიალა ხმაურით!

ქვებს უშენს ბაყაყებს. იჭირავს გარედან.

ავარდნა ნაპირზე ფიჩხების ტკიცინის.

ეღვრება ქვეყანას ჰაშიში მთვარედან…

ბაყაყი კვდება და…  ალფეზა იცინის!

უფალო! უფალო! სუყველას მოდრიკავს,

მთვარეულ ღამეში გრიგალის მარაო?

მარიდე სიგიჟეს მხურვალე ოდრიკალს,

ო, თეთრო ფარაონ! ო, თეთრო ფარაონ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ