ნეტავ, რამდენი ფული მეყოფა - სხვისი სიცოცხლის შევძლო ხელყოფა? ჩემთვის არ იყოს შეურაცყოფა, სადღაც შეძრომა, თავის შეყოფა. რომ ბოროტების ვიყო ჩამდენი? რომ მაღელვებდეს ნავთობსადენი, შენთვის არ ვიყო ნატვრის ამხდენი. გულში ჩავიდო რომ ბოღმის გუნდა? რომ დავუმალო მათხოვარს ხურდა, რომ დამავიწყდეს, გულით რაც მსურდა. რაც კი მაწუხებს სრულად აღვწერო? ეს არ მოხდება, თუნდაც დამცენ რომ, თუნდაც ციმბირში გადამამსერონ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |