ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი, მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი, ეკლესია ვერ იქნება აბჯარი, სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი. გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი. ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი, ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი. იმარხულოს, ოღონდ ნუა ახვარი. თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი, ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი. მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი, როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი - ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი. ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი. რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი? ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი: ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები - ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები, ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |