წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას... წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს... ნუ დამიშლი ოღონდ სმას... წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს... ოღონდ დარჩი კიდე ხანს... წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს... რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს... მერე რა, რომ ჰკოცნი სხვას... წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . . რასაც არ მთხოვ გეტყი ხოს... რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს... წელიწადის არცერთ დროს, დღეღამეში არცერთ წამს... არაფერზე მეტყვი ხოს... შენი მაინც მუდამ მწამს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |