ვერ ველევი უშნო ჩვევას მე ვგულისხმობ სმას და წევას ყველაფერი იქით მიმყავს, ბედი ალბათ მწარედ მირტყამს. სათქმელი ხომ უნდა ითქვას შემეყარა მძიმე სენი ჭაჭა გახდა ჩემთვის წვენი. რა ლექსები მოგიძღვენი! ვეტანები ინდურ კანაფს მირჩევნია მჟავე მანავს. თან არ ვმალავ მათთან ამას მე არ მიყვარს ტაშის დაკვრა, სხვის ქალისთვის თვალის ჩაკვრა. არ დამიცავს გალი, გაგრა ვარ ჩვეული დიდხანს ლოდინს არ ამყოლი კარნახს მოდის. დროის ფასს ვისწავლი როდის? მშვიდობისა არ ვარ მტრედი ვიღაც ამბობს რომ მჭირს რეტი. რვა კოლოფი სიგარეტი რა დღეშია ნიკოს ტვინი ცხენს კლავს წვეთი ნიკოტინი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |