ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად, ვაი, ქებათა, რასაც თქვენ სცრიდით, ხატთა მათ, რომელთ ჩვეული რიდით და სასოებით უყრიდით მუხლსა! თურმე... ღალატის ყვავილებს შლიდით, „რაინდნო“, - წმიდათწმიდასა ყიდდით, გულსავსეობდით ცარიელ გულსა! სატანის ხატად სახეს იცვლიდით! თქვენგან დასაცველს... ვაი, სიწმინდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |