შემოდგომების პატიოსნება, კეთილშობილი კაცის სახელი. წარსულ დღეებზე ჩუმი ოცნება, და ნაღვლიანი თვალის გახელა. დავიმსახურებთ, ასე მგონია... პატარა ამბავს კიდევ მოველი და გათავდება ეს აგონია. თვე იანვარი თბილი ბუხრებით; მხოლოდ ლექსების სატურნალიებს გავყვებით მარტში, ცოტა მწუხრები. ნაკლული მთვარის ნიშანით მიდის; არის ინტიმი: - მალარმეს გედი, და იმერეთში თამარის ხიდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |