შემოღამდება და ვარსკვლავები ცაზე კენტ-კენტად აენთებიან, ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს, ურმულის ხმებიც შორს მისწყდებიან; მხოლოდ ფიქრები, ჩემი ფიქრები, არ დაცხრებიან, არ დადგებიან: მესტუმრებიან შუაღამისას, გამაღვიძებენ, ამეშლებიან, წამომაგდებენ სახეტიალოდ, თან მხლებლებივით გამომყვებიან, დამატარებენ ტანჯულთა უბნებს, დამაღონებენ, დაღონდებიან, დამძიმდებიან ხალხის ცრემლებით, დაიღლებიან, დაოსდებიან, მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში და ჩემთან ერთად ატირდებიან... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |