მივალ! აბა, მეჯინიბევ, გამომგვარე რაში! რაში, რომ სულ თამაშობდეს, ნავარდობდეს გზაში! მეჯინიბევ! მალე, გენაცვალე! ჭირი ლხინად შემიცვალე, ცრემლი შემიმშრალე! ჩემო მფრენო, გასწი, თუ გიყვარდე ნიავ-ქართან მანავარდე! მეყო, რაც ვიდარდე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |