უყვარს მოლხენა და ღვინის სმაში ვიდრე აზარფეშს არ დააექვსებს, - ჩაძირულია ღრმა გულისთქმაში, თითქოს ღრუბლებში ელვას აკვესებს; შეზარხოშდება და მხოლოდ მაშინ წამოიჭრება დასჭექავს ლექსებს!.. ბევრმა არ იცის მისი წარსული, უმეტესობას ჰგონია ლოთი; გრიმს მოგაგონებთ წვერი სპარსული მოკალულ მთვარეს - თავი მელოტი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |