ასე თავდება ჩემი ცხოვრება, იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს. მწყურია ზეცის გამოთხოვება, მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო. ვწევარ და მინდა გავიდე ველად, ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი, კივის და თითქოს თხოულობს შველას. ქსელში გავები, როგორც ობობა. მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი, ეს ისევ კამოს სავადმყოფოა. თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო. მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო, მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |