ქარმა ააშრიალა ნაღამევი ყანები, ცის დაბინდულ სარკეზე თეთრი ბზარი გამოჩნდა. ამოვიდა ბარბაცით მთვარე ნაგვიანევი და მთის მაღალ მწვერვალზე დაღლილივით ჩამოჯდა. სადღაც ყივის მამალი, სადღაც თოფმა იჭექა, ღამემ აჩქარებულმა ფრთები კლდეს შეახია და თოფდაკრულ მხეცივით ხრამში გადაიჩეხა. ალიონმა ცის ლაჟვარდს ღამის ჭვარტლი მოჰბანა, მზემ დაიპყრო ხმელეთი და ცა კიდით კიდემდე, მთვარე დარჩა კუთხეში თეთ ღრუბლების ჩობანად. და უფსკრულში ჩაიწვა ღამის ბნელი უკუნი, ციდან მომსკდარ სინათლეს მიწამ შემოაგება ძველქართული სიმღერის საამური გუგუნი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |