კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:02

 

 

 

შენ ყაყაჩო ფრთაწითელი მე სახეზე მომაყარე,

და გაკვირდი, ამ ალერსით გული რომ ვერ გამიხარე.

გახსოვს, მკითხე: "რად გაჩუმდი?" და ბავშვურად შემომცინე? -

მე უსიტყვო ჩემი ბაგე შენს ლოყაზე მივაძინე.

განვლო ჟამმა. ჩვენს სიყვარულს გაზაფხულმა უღალატა.

მარტო დავრჩით. შავმა ბედმა ტანჯვის ცეცხლი მოგვიმატა.

შენა მკითხე: "მითხარ, ღმერთმა ასე რისთვის გაგვიმეტა?"

ჩემმა ბაგემ შენი ბაგე მაშინ კოცნით გამოჰკეტა.

დრომ იმედი დაგვიჩრდილა და ღრუბელმა ცა დაჰფარა.

დაგვეკარგა შუქი მზისა, გულში იჭვი შეგვეპარა.

შენ კვლავ მკითხე: "ცის ლურჯ კიდეს ვინ მოასხა შავი რიდე?.."

მე პასუხი ვერ ვიპოვე და ალერსით დაგამშვიდე.

ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ ბრძოლას აღარ უჩნდა დასასრული.

წინ ზღვასავით ირხეოდა გზა ცის საზღვარს გარდასული.

კვალად მკითხე: "სანამ ვივლით, სანამ ვივლით ტანჯვის გზაზე?"

მე დავდუმდი... და პასუხი ვერ მოგეცი ამ კითხვაზე.

დადგა ჟამი. ღრუბლის გროვამ გაიარა ელვა-ჭექით,

და, ცხოვრებით მოქანცულნი, სასაფლაოს მივადექით...

ვინ მოსულა აქ, ნეტავი კმაყოფილი თავის ბედით?!. 

მეგობარო! რად გაჩუმდი? რად არ მკითხავ - სად მოვედით?..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ