კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 10:13

 

 

 

მუქ ფარდასავით დაეშვა ბინდი,

ჩრდილმა სხივების ზონრები დაფშვნა.

საღამოს ფერთა ლალი და შინდი

შთანთქა უეცრად წყვდიადის ლაშმა.

მე ფანჯარასთან ფოლიანტს ვშლიდი,

იფრინა დიდხანს ოცნების რაშმა.

მოღუნა ზეცამ ვარსკვლავთ მშვილდი,

მესროლა სხივი შორმა რიჟრაჟმა.

დაენთო მთაზე სანთელი შვიდი,

ამოჩნდა ზოლად მზიური დაშნა, -

გათენდა დილა ნათელი, მშვიდი,

თითქოს გააღო თვალები ბავშვმა. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ