ღამის წყნარი შეძახილით შეჰღაღადებს მტკვარი მეტეხს. სდუმს ნაპირზე ხე დახრილი, ჩუმ შრიალსაც არ იმეტებს. ეგ სითეთრე რა კარგია! ღამის უბე რძით ავსილა, ღამეს ჩრდილი დაკარგვია! რომ შემეგრძნო შენი სული, ეს ღამე ხომ შენი არი, შენი შუქით შენისლული! რომ თეთრად ჩანს გზა და ჩრდილი. ძირს ქალაქი ისე გდია, როგორც მთვარე გადაჭრილი. უშენობას ვუშინდები. ეს ღამეც ხომ ისე წავა, როგორც ღამე გუშინდელი. იწვის ლურჯი ფილაქანი. მიწა თითქო ხომალდია, მთვარე - თეთრი იალქანი. ღამე მიჰქრის დილისაკენ. ჯერ ჩრდილშია ცისკრის კარი და მზიური დიდი სარკე. ძირს იღვრება თეთრი ცრემლი. შუაღამე გადავიდა, როგორ ახლო ისმის კრემლი! ადის ეს ხმა თურმე ცამდის. წუთით დუდუნს შესწყვეტს მტკვარი, მთვარე აქრობს თორმეტ სანთელს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |