კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:48

 

 

 

იყო ზამთარი. შენ აპრილი გესიზმრებოდა,

მაგრამ თებერვალს თან მოჰქონდა ახალი სევდა.

და შენი სული ჩემი მზიურ ლექსით თვრებოდა,

და შენს ოცნებას მზის იმედი ახალისებდა.

დღეს აპრილია. და მზის კაბა ფარჩა-ნახვევი

ათასნაირად აფერადებს აპრილიან მთებს.

ბაღში როგორღაც მზის სამოსის დარჩა ნახევი

და აცრემლებულ თეთრ ყვავილებს აბრილიანტებს.

მე შენს თვალთაგან ორი ია მეალერსება

და გრძნობის თასი იისფერი შუქით მევსება,

და ჩვენს გარშემო ჩამქრალ სანთლებს აპრილი ანთებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ