ციდან ყვითელი ბუმბული ცვივა, ოქროს ფრინველნი მთაზე სხდებიან. აზვინულ ღრუბლის ვარდისფერ თივას მზისაგან ცეცხლი მოჰკიდებია. ეგ სასწაული სადმე თუ ხდება? რაც სიხარული გულში ჩამდგარა, წყაროს თვალივით ამოდუღდება. და ამ ფერების მთელი დიდება პატარა ლექსის თავდახრილ ყვავილს დილის ცვარივით დაეკიდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |