კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:19

 

 

 

მახსოვს, ჭიუხში ხეტიალს მოვრჩი,

შინ ვბრუნდებოდი ხალისით სავსე, -

კლდეზე გავსხლტი და ბანდულის ფოჩით

შვიდ დღეს ვეკიდე უფსკრულის თავზე.

დაბლიდან რუხი ქიმები კლდეთა

მოსჩერებოდნენ ფრიალოს კიდურს

და ქარი, როგორც მოხუცი დედა,

დამქვითინებდა ცაში დაკიდულს.

როცა სახსრებს და ძარღვების კანკალს

იმედის სხივიც შემოელიათ,

სიმშვიდე მაინც არ დამიკარგავს

და ერთი კვნესაც არ დამცდენია.

დღეს რაღა მოხდა? - სთქვი, გულისსწორო

რისთვის მითვლიან ღიმილში ჩრდილებს?

ერთი პატარა ქალი ხარ მხოლოდ

და ასე როგორ დამიმორჩილე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ