გავახელ თვალებს და მთის კალთაზე ვხედავ ყვავილებს, ბავშვებს და ხეებს. მადლობის გრძნობით გულში ვათავსებ ჩემი სიცოცხლის მადლიან დღეებს. ჯერ გაუშლელი ყვავილის ღერი. მე იმ ბაღისკენ მთის ბილიკს მივდევ, იმ ყვავილების გაშლაზე ვმღერი. და, შთაგონებით თვალანანთები, ვხედავ - შორეულ ლაჟვარდის კართან წვანან ცისფერი განთიადები. ჯერ არნახული სიცოცხლის ფერი. შვილიშვილებო, ეს თქვენი დროა, მე იმ დღეების გაშლაზე ვმღერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |