კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:45

 

 

 

თუმცა სიცოცხლე ჯერ კიდევ მინდა

და მრავალ დღეთა მოიმედე ვარ,

მაგრამ ისეა ჰაერი წმინდა,

მზის ელვარებაც ისე მედება,

ისე მაქვს სავსე სიმღერით ყელი

და გული - ნათელ დღის შეშფოთებით,

რომ მზად ვარ ამ ხეს მოვხვიო ხელი

და დავუკოცნო თბილი ფოთლები,

ვაჩუქო ლექსის უკვდავ მისნობას

ეს დღე უჩრდილო და უჭაღარო

და ჩემი წილი მარადისობა

ერთ ამისთანა დღეში ჩავღვარო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ