კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:44

 

 

 

ნარიყალას თავკიდური

მთვარის შუქით დასირმულა.

ხეივანზე დაკიდული

ქვის ირემი დგას ირმულად.

მთვარით სავსე ხევი მინდა,

შუქის ტბისკენ ვიცქირები.

დაბურული ხეივნიდან

შემომცქერის ქვის ირემი.

მთვარე დადგა მიწის კართან,

მთვარეს დარჩა ღამე ტყვედა.

ისე დატკბა ღამის კალთა,

რომ ქვის გულიც ამეტყველდა.

ქვის ირემო! ამ ცივ ქვაში

ნუთუ თბილი გული გიცემს?

გაგონდება მთვარე მთაში

და გასცქერი ღამის სივრცეს.

გაგონდება ირმის ხევი,

საირმის ტყე შტონაყარი

(რომ დაჰქროდი ტოტთა მსხვრევით

რქაბოჯოჯღა ჯონქა ხარი).

და ირმული სიყვარული,

რამაც გულში შეგინახა

ღამე, თეთრად დაცვარული,

და თვალშავა შენი ლადა!..

ქვის ირემი ჩუმად ღელავს,

თეთრ ვარსკვლავებს ყნოსავს ღამე.

ცვარდაყრილი თვლებით ელავს

ღამის თბილი მოსასხამი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ