როცა ემხობა ფრთამოკვეთილი ზეშთაგონების შუქი მთვარული, ჰფარავს ქვეყანას ჩრდილის კედელი ციდან უეცრად ჩამოღვარული. იწვის წამწამი გადაცვარული, რჩება უაზრო და გაცვეთილი ქვეყანა ბნელი და ანგარული. მწარე ფიქრებით შემოჯარული. აღარა მჯერა სიტყვა კეთილი, გული უბიწო და მოყვარული. კვდება ხალისი და სიხარული; ლაჟვარდს ესობა შავი წერტილი, ცაში მზის ნაცვლად შემოპარული. გული მტკივანი და გაბზარული. სიტყვა ამოდის შხამის წვეთივით, თითქო იღვრება სისხლი ფარული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |