კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:42

 

 

 

ჩამოწვა ნისლი, ჩამოწვა ნისლი,

საღამოს ნისლი, მუქი და ხშირი.

შიშით და კრძალვით, ცრემლების მალვით

გავსცქერი ზეცას და ჩუმად ვტირი.

მწვერვალთა ხვეულს, ჩრდილშემოხვეულს,

მოსცილდა შუქი ჩასული მზისა.

არა კრთის სხივი შუქღვთაებრივი,

სად არის? - ვჩივი, - ვინ მიითვისა!

მოვიდა ღამე ჩრდილმოკამკამე,

მონამა ცრემლით ყვავითა პირი.

ვიგონებ სახელს, ცის გამომსახველს,

ვიქარვებ ნაღველს, ვტირი და ვტირი.

ღრუბელში ფარულს, ცით შემოპარულს,

სინათლეს მთვარულს უღიმის თხემი.

იფრქვევა ნამად ვერცხლის ტბა მთვარის,

ციმციმი ცვარის - ცრემლია ჩემი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ