ჩემი ოთახი თეატრია - ყრუ, მარადისი მე ამ თეატრის უხერხული ვარ მსახიობი. ფარდების იქით მელანდება ცა - პარადიზი, მაგრამ სცენაზე ვიტანჯები, როგორც იობი. ვინ ასწევს ფარდას, ანგელოსი თუ მორიალი? როგორც რაინდი მობრძანდება ბრწყინვალე მტერი, რომ დაამსხვრიოს ჩემი ბინა - ესკურიალი. ბრუნავს ოთახი ალანძული და ნესტიანი. ვუცქერი ფარდას - ნაღვლიანი, კარჩაკეტილი, და ველი ისრებს, ვით ფარული სებასტიანე. ოქროს ტრირერმა აელვარდა კვამლის ხაზებით, შევარდენივით შემოიჭრა დღის განთიადი და შორით მოსჩანს ქარავანი ქანდირბაზებით. ჩემი ოთახის - ბალდახინის შეწყდა ტირილი. მე დავიჩოქე წვერშეღებილ შახის წინაშე და როგორც სარკე დაილეწა ესკურიალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |