კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 16:22

 

 

წიგნიდან ყვითელი მალაელი

 

შენ კიდევ ერთხელ გადმოლახავ შუშას კვამლიანს

და მოხვალ ჩემთან, მეგობარო უკანასკნელო,

იტყვი, „დავშორდეთ ამ ქვეყანას მაცდურს, შხამიანს,

წავიდეთ ერთად, არ იქნება ეს გზა საძნელო.

შენი აქ ყოფნა მისტიური თავდება ახლა,

ვუდარაჯებდი ღამეებით მე შენ ოცნებას;

უხსოვარ დროთა უფსკრულებით მე შენ გეახლე,

დავემორჩილოთ გარდაუვალ განგების ნებას.

გავშალოთ აფრა, გავიაროთ სუყველა ზღვები,

ყველა ვარსკვლავებს გადავშორდეთ! ო, ჩქარა, ჩქარა!

მარადისობის მოახლოვდა ცივი საზღვრები

და უკვდავება შემოგვერტყა ცეცხლიან ქარად.

გააღე თვალი, დაიბრმავე ცქერა მშიერი:

შენ დღეს იხილავ ამ სამყაროს სახეს დაფარულს,

უკვე აინგრა გრიგალებით ღამის ჰაერი,

ნუღარ იგონებ მარტოობას, ცრემლებს დაღვარულს.

ღამის მელანი შემოადგა ტორტმანით მინებს;

გვემშვიდობება მანეკენთა ნაზი კრებული,

მათი ძახილი იდუმალი აღარ გვაშინებს,

და ჩვენ ფანჯრიდან გადავდივართ გაფითრებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ